saqarTvelos myinvarebi - lahilis myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის ქედი
კოორდინატები 42°55`50` ჩ. გ. 42°31`34` ა. გ.
სიგრძე 5.5 კმ
ფართობი 5.24 კმ²
ტიპი ხეობური

 

ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 5,5 კმ, ფართობი 5,24 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2220 მ-ზე. შედგება 2 ტოტისაგან, მარჯვენა ტოტი დიდია, მარცხენა - პატარა და ყინულვარდნილს წარმოადგენს. საზრდოობს მწვერვალ ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. ასაზრდოობს მდინარე ხუმფრერს (ენგურის მარცხენა შენაკადი).